ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, სტამბულის მეტროს სადგურ "ბაირამფაშაში" ძლიერი აფეთქება მოხდა, რა დროსაც დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
თურქული მედიის ცნობით, აფეთქება თვითნაკეთმა ბომბმა გამოიწვია.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეტროს ახლოს მდებარე სახლების ფანჯრები ჩაიმტვრა. დაზიანებულია ახლოს მდგარი ავტომანქანებიც.
სტამბულის პოლიცია მომხრდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ამ დრომდე არ მიუციათ.
სტამბულის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მეტროს მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია.