საქართველოს ეროვნული ლატარიის გათამაშებაში ჯეკპოტი ლანჩხუთის მკვიდრმა მოიგო. ლოტოს 610-ე გათამაშებაში 20 ნოემბერს მორიგი ჯეკპოტი– 1, 212,171 ლარი გათამაშდა. მომგებიანი ბილეთის მფლობელი ლანჩხუთელი ნუგზარ ბედინაძე გახდა. მან მომგებიანი ბილეთი ბათუმში მდებარე ლატარიის ჯიხურში შეიძინა.
მას ბანკში პირადი ანგარიშიც გაუხსნეს, რომელზეც ორი კვირის განმავლობაში დაერიცხება თანხა.