საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა.
სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან.
თუმცა, ტაქსის მძღოლი, რომელსაც მინისტრის ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.
შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა.