საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აბაშის რაინის სოფელ მარანთან წუხელ მომხდარ ავარიას ადასტურებენ და აცხადებენ რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
სოზარ სუბარის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა. შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა.
"შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ავარია მოხდა. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", _ უთხრეს "გურია ნიუსს" შსს-ში.
ამავე თემაზე:
მძღოლი და სოზარი მსუბუქად არიან დაშავებულები – თამთა ყუბანეიშვილი