10 მარტს, გამთენიისას, დილის 4 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში მცხოვრები მალხაზ ანთიძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, რის შემდეგ ცეცხლი მეზობლის, ომარ ანთიძის სახლზე გადავიდა. ანთიძეების ოჯახმა ცეცხლი გვიან შენიშნეს და სახლიდან გამოსვლა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ძლივს მოასწრეს. სამწუხაროდ, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მხოლოდ ომარ ანთიძის სამზარეულო სახლის გადარჩენა მოახერხა.
როგორც ხეველებმა გვითხრეს, გათენებული არც კი იყო, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი დაზარალებულებთან მივიდა და მათ სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები მიუტანა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ლელა იმედაშვილს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ: _ ჩვენ ფინანსურად დავეხმარებით დაზარალებულ ოჯახებს. ადგილობრივი ხელისუფლება გააკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს _ ანთიძეები რამდენიმე დღეში მშენებლობას დაიწყებენ, _ გვითხრა იმედაშვილმა.