ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გუშინ, გვიან ღამით გათოვდა. მთისპირში, ასკანაში, გომში (შემოქმედი) ქალაქთან დამაკავშირებელი გზაზე პრობლემები არ არის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. 3-4 დეკემბერს მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (4-5 გრადუსით).
5 დეკემბრიდან გამოიდარებს. 5-6 დეკემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.