ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლი მოვიდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე სოფელს.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორის გია ნაკაიძის ინფორმაციით, სადაც პრობლემები იყო, მოგვარებულია, მხოლოდ სოფელ შრომის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
" მცირე პრობლემები იყო სოფელ შემოქმედში და ახლა დენი მიეწოდება მოსახლეობას, ახლა კი სოფელ შრომაში გვარდება ეს პრობლემა. ძალიან მალე მოგვარდება, "- გვითხრა გია ნაკაიძემ.
გურიაში უკვე მეორე დღეა თოვს.