ტრანსანატოლიური გაზსადენი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური რგოლია, რომელმაც უნდა შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმედ დავიდოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა და ბაქო შეთანხმდნენ დააჩქარონ ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობა.
3 დეკემბერს ბაქოში გამოსვლის დროს დავიდოღლუმ თქვა, რომ ორი ქვეყნის მიზანია გაზსადენის მშენებლობა დამთავრდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე იგეგმებოდა, ანუ 2018 წლამდე.
ტრანსანატოლიური გაზსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური რგოლია, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. მისი საშუალებით უნდა მოხდეს კასპიის ენერგეტიკული მარშუტების დივერსიფიკაცია, რომელიც შეამცირებს ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მისი მიზანია სამხრეთ კავკასიაში არსებულმა მოქმედმა მილსადენმა , რომლითაც საქართველოს და თურქეთის აღმოსავლეთს მიეწოდება აზერბაიჯანული გაზი, უზრუნველყოს 1850 კილომეტრზე , ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება.