საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დადგენილების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერდა. მიხეილ სააკაშვილი ვეღარ შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს, აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეილება, მას შეუჩერდეს პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ის ვეღარ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში, შესაბამისად ვერ დარჩება პარტიის თავმჯდომარედ. სწორედ ამიტომ, დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია გუნდურ მმართველობაზე გადადის, მას არ ეყოლოება ერთი კონკრეტული თავმჯდომარე.
" ის რომ პლიტიკური დევნის შედეგად მოხდა საქართველოს პრეზიდენტის პრაკტიკულად მთლიანი იზოლირება ქართული პლიტიკური და სამართლებრივი სივრციდან ქყვეყნისთვის არის ცალსახად ცუდი და ხელისფლებისთვის სამარცხვინო, მაგრამ რაც შეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, ბუნებრივია ჩვენ როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსები ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად გუშინდელი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ გახლავთ ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე.
3 წელია პარტია გადასულია გუნდურ მართველობაზე. არსებობს პლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არარსებობს ახალი თავჯდომარის არჩევის. პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტსაბჭო და გუნდურად, ერთიანად, ერთად ჩვენ აუცილებად შევასრულებთ მთავარ ამოცანას და 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გაუშვებთ ამ ხელისფლებას. დავაბრუნებთ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, დავაბრუნებთ ქვეყანაში განვითარებას და შევწყვეტთ იმ პოლიტიკურ დევნას, რომლის შედეგიც არის გუშინდელი გადაწყვეტილება." – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილი პარტიის უპირობო ლიდერად რჩება.
"მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის უპირობო ლიდერია, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა სახის ძალადობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ნაციონალური მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილის შორის კავშირის გაწყვეტას. ბიძინა ივანიშვილს, წულუკიანს და მათ მსგავსებს ქართული ოცნებიდან ჩვენ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავამარცხებთ 2016 წლის არჩევნებში."- აცხადებს წიკლაური.