თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აგრძელებს პეკინის გამზირზე საგზაო სამუშაოების განხორციელებას, რომლის ფარგლებში 6 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთზე.
ასევე 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭ ავჭავაძის გამზირზე (კუს ტბის ასახვევიდან ბაგების მიმართულებით).
პროექტი ითვალისწინებს ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას. საცობების თავიდან აცილების მიზნით, საგზაო სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.