ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, „ვალენსიას“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას გულშემატკივრის სიკვდილი მოჰყვა. როგორც ესპანური გამოცემა „marca” იუწყება, მატჩის მიწურულს, „ღამურების“ გოლით გამოწვეული სიხარულისაგან, 43 წლის გულშემატკივარმა გულის შეტევა მიიღო.
„ვალენსიას“ ფანატი საავადმყოფოში „სასწრაფო დახმარების“ ავტომანქანამ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“საფეხბურთო კლუბი ვალენსია, „მესტალიაზე“ მატჩისას, გულშემატკივრის დაღუპვით გამოწვეული აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კლუბი სრულიად უთანაგრძნობს მის ოჯახს და ასევე ყველა იმ ადამიანის გლოვას უერთდება, რომლებსაც ის უყვარდათ“ – ნათქვამია ვალენსიელთა ოფიციალურ განცხადებაში.
ესპანეთის პრიმერა-დივიზიონის მატჩი „ვალენსიას“ და „ბარსელონას“ შორის გუშინ, გვიან ღამით გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved