ექსკლუზივი დავით ბერძენიშვილისგან
დღეს, “გურია ნიუსმა” “რესპუბლიკელ” დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. მან ექსკლუზიურად გვითხრა, რომ “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელად გოჩა ჯიქია დაინიშნა: _ ოფისის ხელმძღვანელი ეს არის მთავარი მენეჯერი სამომავლო საარჩევნო კამპანიის და ასევე ხელმძღვანელის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ადამიანი იქნება, მიმდინარეობს ეს პროცესი, 20-ზე მეტი ოფისის ხელმძღვანელია დამტკიცებული, ძალიან გულისყურით ეკიდება ჩვენი სამსახური ამ საქმეს, უშუალოდ არ ვარ ჩართული. ჩოხატაურში და ოზურგეთში ეს საკითხები წყდება, ჩოხატაურში უფრო ახლოს ვართ იმიტომ, რომ იქ ოფისის ხელმძღვანელი შერჩეული და დანიშნულია, ეს არის “რესპუბლიკური” პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯიქია. რაც შეეხება ოზურგეთს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. _ გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ, გოჩა ჯიქიას ჩვენი კორესპონდენტი ჟანა მეგრელიშვილი დაუკავშირდა. მან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს: _ ეს განხილვის პროცესშია. მე ვარ როგორც “ქართული ოცნების” და ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი. ეს არის სიმართლე, ხოლო ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს “ქართული ოცნების” ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციას, _ ამბობდა რამდენიმე წუთის წინ ჯიქია.