კასპიის ზღვაში აზერბაიჯანული ენერგოკომპანია "სოკარის" კომპანიის ნავთობ გადამზიდ პლატმორფას ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნავთობგადამზიდის აალების გამო 29 მუშა დაკარგულად ითვლება, ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 33-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
კომპანია "სოკარის" ინფორმაციით, ნავთობგადამზიდის აფეთქების დროს კოშკურაზე 62 მუშა იმყოფებოდა.
"ჩვენ ვაგრძელებთ საძიებო-სამაშველო ოპერაციას. მიგვაჩნია, რომ ვინც ჯერ ვერ ვიპოვეთ, დაკარგულები არიან,"_განაცხადა პრესკონფერენციაზე "სოკარის" პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ხოშბაჰტ უსიფზადემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი პარასკევს ამოვარდნილმა ქარიშხალმა გამოიწვია, რის დროსაც ბუნებრივი აირის მილსადენი დაზიანდა.
როგორც ცნობილია, მომხდარის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰალმ ალიევმა ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა.