სამხედრო ბანაკზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიაში სამი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სირიის მთავრობა სამხედრო ბანაკზე მიტანილ საჰაერო იერიშში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის კოალიციას ადანაშაულებს.
სირიის მთავრობის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები დიერ ალ-ზურის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბანაკს ესროლეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიის უმეტეს ნაწილს "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს აშკარა აგრესია უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის სამხედრო ქმედებების განხორციელებას უარყოფს.