ქალაქ ოზურგეთში, "ბილაინის" ოფისთან ახლოს, სილამაზის სალონი და სოლარიუმი "საოცრება"დაიწვა. "გურია ნიუსი" შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ჩვენთან საუბარი სალონის და სოლარიუმის მეპატრონეებმა არ ისურვეს.
"ვერაფერს გეტყვით, არაფრის თქმა არ შემიძლია," – გვითხრეს სალონში.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სალონში და სოლარიუმში ხანძარი გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.