https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციებს უმოქმედობაში ადანაშაულებს

6:03; 25.03.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებას ეხება, გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეკოლოგიური დივერსიის დაკანონების ტოლფასად მიიჩნიეს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება დაიდოს შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, რომლის მიხედვითაც შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ.”

პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შევიდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ მაშინ განაცხადა, რომ არცერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაციიდან არ მოუსმენია რაიმე სახის შენიშვნა კანონპროექტის განხილვის დროს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების განცხადებით კი, ამ კანონპროექტის საზოგადო განხილვა არც მომხდარა, რითაც უხეშად დაირღვა საერთაშორისო კონვენციები.

“გურია ნიუსი” აღნიშნულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველ მოადგილეს, ნინო ენუქიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ნინო, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს ცვლილებები ეხება წარსულ დროში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცაღა კანონში რაიმე სახის მინიშნება წარსულ დროზე, არ არის გაწერილი.

_ ძალიან ცუდია, რომ თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს ამ კანონპროექტს და ცუდად გაავრცელეს.

კანონპროექტი ერთი მუხლისგან კი არ შედგება, უამრავი მუხლი და პუნქტებია. შესაბამისად, კრებსად უნდა იქნეს გაგებული. კანონი ეხება წარსულში გახორციელებულ ქმედებას, რომ შეიძლება ამ ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი, თანხა, ასევე ადმინისტრაციული სახდელი, ზედ დარიცხული საურავი, წლების განმავლობაში რაც დაგროვდა, განაწილდეს და კომპენსაციის სახით გადაიხადონ კომპანიებმა. ეს არის ამ კანონპროექტის მიზანი.

ამ კანონით მოხდება ბიზნესის ხელშეწყობა. დღეს ყველა დიდ წარმოებას პრობლემები აქვს. შესაბამისად, თუ გვინდა დავარიცხოთ უამრავი საურავი, დიდი ოდენობით ზიანი და ფაქტობრივად კომპანიები გაკოტრებამდე მივიყვანოთ, მაშინ უნდა შევიდეთ ამ კომპანიებში, ჩავატაროთ მონიტორინგი და საქართველოში საწამოების 80 პროცენტი დავხუროთ. თუ არ გვინდა ეს გავაკეთოთ, მაშინ უნდა შევიდეთ, დავუდოთ ამ ხალხს შეთანხმებები და დავავალოთ გამოსასწორებელი სამუშაოები. ზოგს დიდი კომპენსაცია ექნება გადასახდელი, ზოგს _ ნაკლები. ეს კანონპროექტი ქმნის იმ მოქნილობას, რომ კონკრეტული საწარმოები, ლიცენზიის მფლობელები, სახელმწიფომ ძველად ჩადენილი ქმედებებისთვის კი არ დასაჯოს და ბიზნესი კი არ დაუხუროს, არამედ მისცეს იმის საშუალება, რომ მის მიერ დარღვეული ქმედება გამოასწოროს.

შეთანხმება გაითვალისწინებს რაღაც პერიოდს, ოღონდ წარსულს. შესაბამისად, კანონი გულისხმობს წარსულ პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს. მომავალზე ლაპარაკიც ზედმეტია. ფიზიკურად ვერ იქნება გათვლილი მომავალზე, რადგან კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება ამ მუხლის ამდაგვარად წაკითხვა?

_ წინასწარ გაქვთ დათვლილი კომპენსაციების ოდენობა, რაც წლების მანძილზე დაუგროვდათ საწარმოებს?

_ ოფიციალურად დათვლილი არ არის, მაგრამ ზოგადი ანალიზი გვაქვს გაკეთებული. ძალიან დიდი მოცულობისაა. კონკრეტულად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ არის ოფიციალურად დადებული გაანგარიშებები. კანონპროექტი როგორც კი შევა ძალაში, ჩვენ დავიწყებთ საწარმოს შემოწმებას, დავუდებთ იქ სურათს, რამხელა ზიანია და რა დარღვევებია.

_ კანონპროექტის განსახილველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ ის დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, გადასულიყო ადმინისტრაციულში, რაზედაც სერიოზული ოპონირება გაგიწიათ ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

_ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ცალკე რეგულირების საგანია.

გარემოს დაცვის შესახებ კანონში უკვე შესულია ახალი მე-14 პრიმა თავი, _ პასუხისმგებლობა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, სადაც იგივე მექანიზმია გადმოტანილი, რაც არის საგადასახადოში გადასახადებთან შეთანხმებით. შეგიძლიათ იხილოთ 2011 წლის 27 დეკემბერს შესული ცვლილება. კონკრეტული ქმედებისთვის, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, შესაძლებელია შეთანხმების გაფორმება. ამ შემთხვევაშიც, როგორც საგადასახადოში, ეძლევათ 45 დღიანი ვადა. იგზავნება მიწერილობა კონკრეტულად იმ ზიანის მოცულობაზე, რაც დათვლილი იქნა და თუ 45 დღის ვადაში არ გადაიხადა ან ამ 45 დღის განმავლობაში შეთანხმება არ დაიდო, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

მაგრამ თუ შეუთანხმდა, ან თანხა გადაიხადა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეხსნება. ეს უკვე ძალაში მყოფი კანონია. ეს არის დამატება პერიოდზე, ანუ ყოველ კონკრეტულ ქმედებაზე არსებობს ძალაში მყოფი კანონი. ეს პროექტი ეხება წარსულ პერიოდს.

_ კომპენსაციის გადახდის პროცედურა როგორია და ვინ არეგულირებს მას?

_ კომპენსაციის გადახდის პერიოდი შეიძლება წლებზე იყოს გაწერილი. აუცილებლად ჩაიდება უზრუნველყოფის ღონისძიება, საბანკო გარანტიები, რადგან ნდობის მომენტი ცოტა რთულია.

მაგალითად თუ ვინმემ ტყე დააზიანა, ადეკვატურად ჩაედება ვალდებულებაში ტყის მშენებლობა. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

მაგალითისთვის გეტყვით “ბიპის” თემას. წლების წინ, როდესაც ბიპის მილსადენი შენდებოდა, მილსადენმა გაიარა დაცულ ტერიტორიაზე და გარემოს დიდი ზიანი მიადგა. ამ ზიანის კომპენსირება წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, ბიპიმ დადო ცალკე პაკეტი, სხვა ღონისძიებებისთვის და დაცულ ტერიტორიაზე ბიპის დაფინანსებით გაკეთდა სათაფლიას მღვიმე. ადეკვატური ღირებულების სხვა სიკეთე გააკეთა იმის ნაცვლად, რომ სადღაც გადაკვეთა დაცული ტერიტორია.

ეს ახალი კი არ არის, ჩვენ ამ რეალობის წინაშე ხშირად ვდგებოდით. ფაქტია, გვქონდა წლების მანძილზე დაგროვილი ისეთი სანქციები, რომლებიც გინდა თუ არა უნდა დაგეკისრებინა, მაგრამ ადეკვატურს ვერაფერს სთავაზობდი. ამ შემთხვევაში გვექნება საშუალება ბიზნესი არ დავხუროთ, საწარმოს დღესვე არ მოვთხოვოთ წლების მანძილზე დაგროვილი საურავები და ზიანი, რომელიც ხუთმაგდება. ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ რაც დაარღვია, რაც ჩაიდინა გამოასწოროს და კომპენსაციაც გადანაწილებულად გადაიხადოს. ეს არის ამ კანონპროექტის მიზანი. ჰუმანური მიზანია და ბიზნესისთვის ხელის გაწვდაა. აქ ისე იქნა გაგებული, თითქოს მომავალზეა საუბარი. ეს გამორიცხულია. ასე თუ წაიკითხავს ვინმე ამ კანონპროექტს, ნიშნავს რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ყველაფერს.

_ კანონპროექტის განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციები არ მონაწილეობდნენ? არ ჰქონდათ რამე სახის შენიშვნები?

_ საკომიტეტო მოსმენები იყო და ტელევიზიებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიებიც იყვნენ. იყო მსჯელობა, რაღაც პუნქტები ამოვიღეთ, რაღაც შევასწორეთ, მაგრამ არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოგვხმაურებია. მესამე მოსმენაზე რომ დადგა ეს კანონპროექტი, მხოლოდ მაშინ გამოჩნდნენ არასამთავრობოები.

ჩვენ “ორჰუსის” ცენტრს ვუთხარით კიდეც, _ რატომ არ მოხვედით, რატომ არ გვკითხეთ, რატომ წაიკითხეთ იურისტების გარეშე ეს კანონპროექტი, რატომ გაიგეთ ასე, რატომ დააგზავნეთ ასე, გეკითხათ ჩვენთვის. ამ ყველაფერმა გაუგებრობა გამოიწვია. ძალიან გვიან ჩაერთნენ პროექტში. კანონპროექტმა გაიარა ის საფეხური რასაც კანონი ითვალისწინებს. განიხილა მთავრობამ, მთავრობამ გააგზავნა პარლამენტში და უამრავი საკომიტეტო მოსმენა ჩატარდა. არსად ისინი არ იყვნენ. რა ვიცი, “ტყის კოდექსზე” ყველა საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ.

ჩვენ გოგა ხაჩიძესთან ერთად შევხვდით “ორჰუსის” ცენტრს, ავუხსენით რომ ეს არის ზოგადი პრინციპები. კანონი ითვალისწინებს ზოგად დებულებებს, დეტალებში ვერ გაიწერება, როგორ ვითვლით, ვის როგორ ვამოწმებთ. ეს წარმოუდგენელია, მაშინ 9-ტომიანი კანონი გამოვა.

კანონი ითვალისწინებს ვალდებულებას, გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, მთავრობის დადგენილება, სადაც გაიწერება პროცედურები თუ როგორ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. თითოეული ნაბიჯი ინტერპრენტირებული იქნება.

_ ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, “ორჰუსის” ცენტრმა თქვენ მიერ შემუშავებულ კანონთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე დასკვნა გააკეთა.

_ ჩვენ მათ ორი დღის წინ ოფიციალური პასუხი გავეცით. წერილი ჩავაბარეთ ხელზე. ჩვენ ერთ შენობაში ვზივართ და თუ ასეთი შენიშვნები ჰქონდათ, რთული იყო ამოსულიყვნენ და ეკითხათ ეს თემა?! იმედი გვაქვს, ჩვენს პასუხსაც გაავრცელებენ. არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს ამ კანონს და გამოიწვიეს აურზაური.

_ მიუხედავად თქვენი წერილობითი პასუხისა, “ორჰუსის” ცენტრს პოზიცია არ შეუცვლია. ისინი ისევ მწვავედ აკრიტიკებენ ამ კანონს.

_ გვითხრეს, რომ ჩვენს დასკვნას აუცილებლად გაავრცელებენ. ვუთხარით კიდეც, რომ მათი რეაქცია არაადეკვატური იყო. ვკითხეთ კიდეც, _ ეს კანონი რატომ წაიკითხეთ არასწორად-თქო? გვითხრეს, _ იურისტი არ გვყავსო. შესაბამისად, ამან გამოიწვია კანონის არასწორი წაკითხვა. როგორ შეიძლება კანონი წაიკითხო იმ კონტექსტით, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში იყოს?! შესაძლებელია ასეთი რაღაცა?! ენერგეტიკის სამინისტროს და მთავრობის ინიციატივა იყო ეს კანონი. კანონი ეხება წარსულში ჩადენილ ქმედებებს. ეს შეთანხმებები იქნება საჯარო დოკუმენტები.

_ საკანონმდებლო ორგანოს პრაქტიკიდან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს. მაგალითად, ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ერთდროულად კონსტიტუციის რამდენიმე მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში…

_ მე მაგაზე პასუხს ხომ ვერ გაგცემთ, არა? მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობის ინიციატივა იყო ეს კანონი და ეხება წარსულში ჩადენილ ქმედებებს. ეს შეთანხმებები იქნება საჯარო. მთავრობის დადგენილებაც იქნება მიღებული, სადაც დეტალურად იქნება განხილული ყველაფერი. აიღონ შემდეგ ეს დოკუმენტები და შეთანხმებები და მიხვდებიან რომ ცდებიან. მეტი რა გითხრათ?

_ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კანონში შეტანილი ეს ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობას, რომ სწორედ ჰესის მშენებელი ფირმებისთვისაა გათვლილი ეს შეთანხმებები.

_ არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან. აქ საუბარია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლების მქონე ლიცენზიანტებზე, რომლებიც წლებია ქვეყანაში მუშაობენ და პრობლემა აქვთ რეგულაციებიდან გამომდინარე. ეს კომპანიები არ შემოწმებულან საერთოდ. არ დადებულა დასკვნები. ფაქტის წინაშე რომ დავდექით, აღმოჩნდა, რომ იქ უნდა დაიწეროს წლების მანძილზე განხორციელებული ქმედებები.. კომპანიას უნდა მიეცეს განვითარების საშუალება და პარალელურად აანაზღაუროს ის ზიანი, რაც დადგა.

_ ყველა კომპანიას ექნება საშუალება დადოს შეთანხმება თქვენთან?

_ ყოველი კონკრეტული შემთხვევა მთავრობის მიერ იქნება განხილული და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, დადებს თუ არა შეთანხმებას კონკრეტულ კომპანიასთან. ისეთივე სისტემა იქნება, როგორიც საგადასახადოშია. მოგეხსენებათ, საგადასახადო შეთანხმება ყველასთან არ იდება. ანუ უნდა ჰქონდეს დასაბუთება რატომ დაიდოს შეთანხმება ამა თუ იმ კომპანიასთან. ყოველი კონკრეტული შეთანხმება უნდა იყოს განხილული. თუ განზრახ ქმედებებია იქ და დანაშაულის მაღალი ხარისხია, უკვე სხვა ამბავია.

_ ვინ დაადგენს განზრახ ქმედებებია თუ არა? ეს ხომ გამოძიების პრეროგატივაა?

_ ჩვენი სამინისტრო დაადგენს. გვაქვს მონიტორინგის ფუნქცია, გვაქვს სამსახურები რეგიონებში და ჩვენი სპეციალისტები განსაზღვრავენ ამას და შესაბამისი უწყებები, ვის კომპეტენციაშიც არის დანაშაულის კვლევა. იქ არის გარემოს დაცვის მინისტრიც, შინაგან საქმეთა სამინისტროც და ენერგეტიკის სამინისტროც.

_ კომპანიების შერჩევითობის პრინციპის გამო, შესაძლოა ამა თუ იმ კომპანიის ლობირებაში დაგადანაშაულონ, რაიმე გაწერილი, კონკრეტული წესები არ არსებობს, ვისზე გავრცელდება კომპენსაცია?

_ ეგ არასწორი მსჯელობაა, ისევ არასამთავრობოების იმას, იმეორებთ თქვენ _ ეს კომპანია მომწონს, ის კომპანია არ მომწონს, თქვენ იცით, რომ მთავრობას არა აქვს ეს კურსი აღებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი გაუწოდოს და ქვეყანა განვითარდეს. არანაირი ინტერესი არ გვაქვს იმისა, რომ დღეს რომ წარმოებები მუშაობს, ისინი დავხუროთ და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13 იანვარი, 2026

საჯარო სამსახურების სპეციფიკას გაეცნენ

ძროხების ქურდობა განახლდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო