BBC-ის ინფორმაციით, ფრანგმა სამართალდამცავებმა პარიზში მომხდარ ტერაქტში მონაწილე მესამე ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლეს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, მესამე ეჭვმიტანილი, რომელმაც ბატაკლანში ჩატარებული რეიდების დროს თავი აიფეთქა, 23 წლის ფოუად მაჰმად-აგადია.
როგორც ცნობილია, ის სირიაში მოგზაურობდა როგორც რადიკალური ახალგაზრდების ჯგუფის წევრი 2013 წლის ბოლოს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს და საფრანგეთში დააბრუნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავი კიდევ ორმა ეჭვმიტანილმა აიფეთქა, რომელთა ვინაობაც უკვე ცნობილია. ერთ-ერთი მათგანი 29 წლის ომარ ისმაილ მუსტაფა იყო, ხოლო მეორე – 28 წლის სემი ამიმოურია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბატალკანში 13 ნოემბერს მომხდარ თავდასხმებს 90 ადამიანი ემსხვერპლა.