შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის პოლიციის უფროსად დავით კაპანაძე დაინიშნა. ის ამ პოსტზე 22 მარტს წარადგინეს.
კაპანაძე დღემდე ურეკის განყოფილების უფროსად მუშაობდა. სწორედ მისი მუშაობის დროს დაფიქსირდა სოფელ ნატანებში პირუტყვის ქურდობის გახშირებული ფაქტები. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე ეს საქმეები გაუხსნელია.
კაპანაძის დაწინაურება, “გურია ნიუსს”, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ დაუდასტურა.