ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კლუბ "მერცხალის" დავალიანებისთვის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილება მოხდა.
ა.(ა).ი.პ. "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის "მერცხალის" სუბსიდია გაიზრდება 111.3 ათასი ლარით, აღნიშნული თანხა გამოიყოფა კლუბის სახელფასო დავალიანების და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების (კომუნალური, კვება, გუნდის ტრანსპორტირება) დასაფარად." – თქვა საკრებულოს სხდომაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მარიკა ნაცვალაძემ.
"გურია ნიუსის"მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კლუბ "მერცხალის" ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას სამი თვეა კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ.