საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ოზურგეთელებს ახალი სიუპრიზი მოუწყო.
"ესეც ჩემი საჩუქარი მშობლიურ ოზურგეთს. დღეს, წიგნების სახლი იქაურ პარკში, მიდით, აარჩიეთ, იქვე წაიკითხეთ, სახლში წაიღეთ. უფასოდ. ამ სახლს სულ შევავსებთ, თქვენ მთავარია იკითხოთ."– წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე. წიგნების სახლმა ადგილი ქალაქ ოზურგეთის დასვენების და კულტურის პარკში დაიდო