ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მერია- ლაითურის დამაკავშირებელი ხიდი გახსნეს.
"მიღება – ჩაბარების აქტს ხელი მოვაწერეთ, ასევე მივიღეთ ექსპერტიზის პასუხი და როგორც კი ოფიციალურად დასრულდა პროცესი, ხიდი გაიხსნა." – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით, მოქმედი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დათქმულ დროში დასრულდეს ის პროექტები, რომლებიც დაწყებულია გურიის მხარეში.
ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ მერია- ლათურის ხიდის მშენებლობა სხვა კომპანიამ დაიწყო, მაგრამ რადგან მან ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული პირობები, მშენებლობა სხვა კომპანიამ დაასრულა.
ძველი ხიდი დაბა ლაითურში სამი წლის წინ ჩაინგრა.