2016 წლის პირველი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების პენსია 216 ლარი გახდება, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს განაცხადა.
"ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს არის 180 ლარამდე გაზრდილი პენსია და კიდევ ერთ საინტერესო ციფრს გეტყვით – მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება", – აღნიშნა ხადურმა.
პარლამენტში დღეს 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება.