კალიფორნიაში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნულ ინფორმაციას USATODAY ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან პილოტი, მედდა და მაშველი, თუმცა უცნობია მეოთხე დაღუპული პაციენტი იყო თუ ვინმე სხვა.
კალიფორნიის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ვერტმფრენი პორტევილიდან ბაკერსფილდის საავადმყოფოსკენ მიფრინავდა, რა დროსაც ვარდნა დაიწყო.
ამ დროისთვის უცნობია ძლიერი ნისლი და წვიმა გახდა თუ არა სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი.