ჰონდურასის ნაკრების და კლუბ ოლიმპიადას ფეხბურთელი არნოლდ პერალდა მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის ცხედარი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგურში იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, ფეხბურთელზე თავდასხმის მოტივი უცნობია და არც ეჭვმიტანილი არსებობს.
მაუწყებლის ცნობით, სამართალდამცავები მკვლელობის შესაძლო მოტივად ძარცვასაც გამორიცხავენ.
"ეს საშინელებაა. მათ მე შვილი მომიკლეს, მეტს ვერაფერს ვიტყვი,"_აცხადებს ფეხბურთელის მამა, კარლოს პერალტა.
ჰონდურასის ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის დირექტორმა, ოსმან მადრიდმა, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.