საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის კიდევ ერთი თანამშრომელი, ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, სოლომონ კონცელიძე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუმზადა ციტრუსის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა, ხელშეკრულება და ინვოისი. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სოლომონ კონცელიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.
"საგამოძიებო სამსახური მსგავსი ტიპის შესაძლო კანონდარღვევის მიმართ ახორციელებს მკაცრ ზედამხედველობას და კონტროლს", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.