თბილისში, სასტუმრო "რედისონში", "ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორმა ელენე გოცაძემ 2015 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ელენე გოცაძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გახსნეს.
პრეზენტაციის შემდეგ, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ პროექტში "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის" გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯიდოების ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოებისას გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოდან გამარჯვებულები გახდნენ: "გურია ნიუსის" ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე, "ქუთაისი პოსტის"ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, და დმოუკიდებელი ჟურნალისტი სოფო ყანჩაველი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, გამარჯვებულები არიან: ნატალია ცისკარაშვილი, "კახეთის ხმა", ნინო სამნიაშვილი, "ტელეკომპანია გურჯაანი" და ნინო ბერიძე, "მე-9 არხი, ახალციხე".
გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ჰოლანდიის ელჩმა გადასცეს.