2 წლის ბავშვი, რომელმაც რომელმაც ბურბუშელაში ჩადებული პიროტექნიკა გადაყლაპა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, პიროტექნიკა ბურბუშელაში საჩუქრის სახით იყო მოთავსებული და ის რომ ბავშვს დაეღეჭა, პირში აუცილებად აფეთქდებოდა, თუმცა ბავშვმა პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა.
"პიროტექნიკის სასაჩუქრე ინსტრუქციაში ეწერა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჯიბეში ჩადება. როცა ექიმი ოთახში შემოვიდა და ბურბუშელა მაგიდაზე დაახეთქა, შიგნით აფეთქდა. როგორც ჩანს, შეხებაზე ფეთქდებოდა. ეს პიროტექნიკა შეფუთული იყო ყვავილებით და ბურბუშელაში იდო სიურპიზის სახით", – განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.
საკითxს უკვე სწავლობს სურსათის ეროვნული სააგენტო.
"სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს. ამავე დროს, მოსახელობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ და მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს, დაუკვშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 91 91 68, ან 91 91 67", – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სურსათთან ერთად სხვა ნივთიერების შენახვა დაუშვებელია.