საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ასობით სხვა შუამდგომლობასთან ერთად შეწყალების კომისიაში შუამდგომლობა ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულ ანასტასია ზაუტაშვილზეც გაიგზავნა.
ფოფხაძემ ამ თემაზე გადაცემა 20/30-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაუტაშვილს ციხეში შეხვდა:
_ სულ ქალი პატიმარი არის 230. მე ხშირად მიწევრდა ქალთა კოლონიაში სიარული. მე ვხვდებოდი ქალ პატიმრებს და შევხვდი ანასტასია ზაუტაშვილს, როდესაც იყო შიმშილობის აქცია.
საუბარი იყო იმ ზოგად სტანდარტებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს შეწყალების კომისია. ინდივიდუალურად მქონდა შეხვედრები და ვისაც რა თემა აინტერესებდა ვსაუბრობით, მაგრამ არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.































































