ზაზა მამალაძე:
_ კარგ ცხოვრებას, მშვიდობას, ჯამრთელობას.
სამსონ ბენდელიანი:
_ ვერ გეტყვით ვერაფერს.
ნუკრი ბარამიძე:
_ არაფერ კარგს არ ველოდები.
ნანა კვიჭიძე:
_ არ ვიცი, ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე.
ალინა დარჩია:
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. საერთოდ არ მაქვს არანაირი არჩევნებისგან იმედი.
რუსუდან გეწაძე:
_ ყველაფერ კარგს. ვიმედოვნებ, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ უფრო მეტი კარგი საქმე გაკეთდება.
მაგული ქორიძე:
_ ყველაფერ კარგს ველოდები. იმედიანად და დადებითად ვარ განწყობილი ამ ხელისუფლების მიმართ.
ლეილა გოგუაძე:
_ რა ვიცი, დიდად არ დავფიქრებულვარ მაგ საკითხზე.
გელა გეგუჩაძე:

_ მოლოდინი ყოველთვის უკეთესობის გვაქვს ადამიანებს. ვნახოთ, არჩევნის საშუალება როგორი იქნება.
კესო წულაძე:
_ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდებს მიხედავენ და ამ კუთხით რეალური საქმეები გახორციელდება.
გონერი ბარამიძე:
_ ყველაფერ კარგს ველოდები, წინსვლას და სიკეთეს!
































































