შვედეთის სამეფოს დედოფალმა სილვიამ ნიუ-იორკში ყოფნის დროს ფეხი იღრძო.
ამ ინციდენტის მთავარ დამნაშავედ კი შვედური ტაბლოიდის – „აფტონბლადეტის” ფოტოგრაფი დასახელდა.
დედოფალი ქალიშვილთან ერთად მედისონ-ავენიუზე ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა, ხოლო გასასვლელში მას ფოტოგრაფების ჯგუფი ელოდებოდა, რომლებიც, გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძობდნენ მონარქის დაფიქსირებას კამერაზე.
ამის გამო სილვიამ მაღაზიის უკანა კარიდან გადაწყვიტა გასვლა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წაიქცა.