გურიის გუბერნიის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა. გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის ნინო ლომჯარიას თქმით გურიის რეგიონში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ზოტსა და ჩხაკაურას მიენიჭა.
“რაც შეეხება რეგიონში არსებულ დანარჩენი სოფლების ნუსხას, გეტყვით, რომ მათი განხილვა გაგრძელდება და შესაძლოა
რიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გურიაში არსებული მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებათა რაოდენობა 2016 წლის 1–ელ აპრილამდე გაიზარდოს.“ – გვითხრა ნინო ლომჯარიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თუ რომელი სოფელ მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
“სამინისტრომ უკვე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას. აქედან გამომდინარე ველოდებით მთავრობის დადგენილებას და შემდეგ გახდება ცნობილი იმ სოფლების სია, რომელსაც მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ხათუნა პაიჭაძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტატუსი მიენიჭება – ასკანას, მთისპირს, ჯუმათს, ვაკიჯვარს და შემოქმედის თემში შემავალ სოფელ გომს; ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან – კურორტ ბახმაროს, ნაბეღლავს, ქვაბღას, დიდივანს, ზემოსურებს და შუასურებს.
ხათუნა პაიჭაძე ამბობს, რომ ეს სია ძველი სიაა და მასში ცვლილებები მოხდა.