,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია აბაშის მუნიციპალიტეტში გახსნეს.
კოფერენციაზე საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად მამუკა კვიტაშვილი აირჩიეს და ბიუროს წევრები დაამტკიცეს. დღესვე კონფერენციები გაიმართა ბაღდათის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში
_ ჩვენ ვაგრძელებთ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რეგიონალური საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას. აბაშაში, ბაღდათსა და სამრედიაში კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები, _ განაცხადა კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.