ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში ახალი საბავშვო ბაღი 17 დეკემბერს გაიხსნა.
ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღი გათვლილია 25 ბავშვზე, სადაც ამჟამად 17 აღსაზრდელია.
ახალი ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
აღსანიშნავია, რომ ერკეთში საბავშვო ბაღის შენობას მოსახლეობა წლებია ითხოვს. ამ დრომდე პატარები ავარიულ შენობაში იყვნენ.