უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო „rbc.ua“-მ, 2015 წელს უკრაინულ ენაზე გამოცემული 10 საუკეთესო უცხოური ნაწარმოები დაასახელა. საპატიო ათეულში ჩაკ პალანიკის, მიშელ უელბეკის, ენდი უორჰოლის, ემირ კუსტურიცას და სხვა ცნობილი ადამიანების ნაწარმოებებთან ერთად გურამ ოდიშარიას წიგნიც – "სოხუმში მოსალოდნელია წვიმა" დასახელდა.
„გურამ ოდიშარიას კრებული „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“ – ეს იმ ადამიანის ლექსები და პროზაა, რომელმაც ახლახან აფხაზეთში არსებული ომის შედეგად, ფაქტიურად ყველაფერი დაკარგა და ამჟამად თავის მდიდარ მოგონებებს გასცემს. სამშობლო ახლა მის ღრმა ქვეცნობიერში ცხოვრობს“ – წერს არტ-კრიტიკოსი და ჟურნალისტი იგორ ბონდარ-ტერეშენკო.
ნაწარმოები უკრაინულ ენაზე რაულ ჩილაჩავამ თარგმნა და ის ანეტა ანტონენკოს გამომცემლობამ გამოსცა (Сборник Гурама Одишария -"У Сухумі очікується дощ" . Издательство Анетты Антоненко).
Developed By Web Features 2026 © All rights reserved

































































