ოზურგეთელი მომღერალი, ილა წულაძე "VOICE საქართველოს" ერთ-ერთ ძლიერ კონკურსანტად ითვლება. კონკურში ჯერ ინტერნეტ-ქასთინგი გაიარა, რის შემდეგ ბრმა-ქასთინგნზე მოხვდა.
"თავდაჯარებული ვიყავი და ყოველთვის მაქვს ჩემი თავის იმედი. ახლაც ასე ვარ და ყოველ ტურზე ამაში დარწმუნდება ჩემი გულშემატკივარი". – გვითხრა ილა წულაძემ.
ილა ანრი ჯოხაძის გუნდში მოხვდა და ამბობს, რომ მას ამით გაუმართლა.
"ათასჯერ, რომ მომიწიოს ბრმა ქასთინგის გავლა, ათასჯერვე ანრის ავირჩევდი. ძალიან კომფურტულად ვგრძნობ მასთან თავს და ყველანაირად ხელ მიწყობს. მასთან თავისუფლების სრული ზეიმია." – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ახალგაზრდა მომღერალი.
ილა წულაძე გურიაში პოპულარულია. მან ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა დამთავრა, რის შემდეგ მუსიკალური კარიერა ბათუმში გააგრძელა. ოზურგეთში მუსიკალური ჯგუფის "ლურჯი იალქანის" წევრი იყო.
"ლურჯ იალქანში" ვუკრავდი კლავიშზე და ვმღეროდი პირველ ხმას ანუ ბექ-ვოკალში ვიყავი. იქ მღეროდა გოგა გორდელაძე. პარალელურად კი ჩემი ჯგუფი მყავდა ბათუმში და ვმღეროდი. სიმღერა ბავშვობიდან დავიწყე. ოჯახში ბაბუაჩემი მღეროდა მოყვარულის დონეზე. მე კიდევ გადავწყვიტე პროფესიონალურად მივდგომოდი სიმღერას და ასეც მოხდა. "ლურჯი იალქანის" ბიჭებთან ახლაც ვმეგობრობ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან", – თქვა ილა წულაძემ.
ილა წულაძე "გურია ნიუსს" უმხელს, რომ სამშაბათს "იმედზე" პირველ ლაივ-შოუში იესოს არიას შეასრულებს და ამისთვის ყოველდღე გადის რეპეტიციებს.
"სამშაბათისთვის სერიოზულად ვემზადები, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო მისია მაქვს. აუცილებლად უნდა შევასრულო სიმღერა იმ დონეზე, როგორც ანრი მეუბნება და რასაც მაყურებელი მოიწონებს. ჩემი ნომერია 0903 300 365 და იმედია მაქვს ამ ნომერზე დარეკავს მაყურებელი. ურთულეს არიას ვმღერი, კომპრომისზე მივდივარ ამ გადაწყვეტილებით და მგონი გაამართლებს. მინდა გითხრათ, რომ ვასრულებ როკ-ოპერიდან "Jesus Christ Superstar" იესოს არიას."



































































