ამ წუთებში, ქალაქ ბათუმში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, სასტუმრო "დივანში" მიმდინარეობს შეხვედრა, რომლის თემაა "კვების დეფიციტი საქართველოში და მისი გავლენა მოსახლეობაზე".
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან გორგილაძემ შეხვედრის დასასწყისში განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ მედიის წარმომადგენლები უფრო მეტად დაინტერესდებიან ამ საკითხებით.
"უნდა გავხადოთ მოდური ჯანსაღ კვებაზე საუბარი. ეს იქნება დიდი კამპანია და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება კიდევ ყველამ კარგად ვიცით, რამდენა მნიშვნელოვანია," – თქვა ლევან გორგილაძემ.
შეხვედრა Unicef-ის ორგანიზატორობით და ხელშეწყობით იმართება.
"გურია ნიუსი" ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.






























































