ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60 %-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი თუ ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35 % აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს.
კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 3%-მა, ხოლო 2 % კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.
საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა.





























































