კითხვაზე, გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც თქვენს მეგობარს სატელეფონო საუბრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებებს უზიარებთ, გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 50% პასუხობს, რომ არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
კვლევაში ასევე მოყვანილია რას ფიქრობენ ამ საკითხზე ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერები.
კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიდან გამოკითხულთა 61% პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ გრძობს, 28% არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების 71% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, 18% – უსაფრთხოდ გრძნობს, "თავისუფალი დემოკრატების'' მხარდამჭერების 66% თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, 30% – უსაფრთხოდ გრძნობს





























































