საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედია ყოველგვარი სახელისუფლებო კონტროლისგან და ჩარევისგან თავისუფალია.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ და მოქმედებენ. ამას ადასტურებს მსოფლიო რეიტინგები მედიის ტავისუფლების კუთხით. არ მგონია, რომ ამ დარბაზში, ან საზოგადოებაში გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი ხელისუფლების რუპორია", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.































































