პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია პირდაპირი პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელმაც პირველად გააჩინა საქართველოს მთავარი პროკურორის პირდაპირი, გამჭვირვალე გზით არჩევის რეალური შესაძლებლობა. სწორედ ამ პრინციპით შერჩეული მთავარი პროკურორი გვყავს დღეს", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.































































