საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოების ნახევრის ხმა ჯერ კიდევ არ ისმის პოლიტიკურ სივრცეში. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას ქალთა უფლებების არსებული სიტუაციის შეფასებისას აღნიშნა.
"გამოსავალი არის ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად ინსტიტუციონალური პირობების შექმნა", _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.































































