იოსეფ ბლატერსა და მიშელ პლატინს ფიფა-ს ეთიკის კომიტეტმა ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა რვა წლის განმავლობაში აუკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფეხბურთის სამყაროს მმართველი ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა-სა და უეფა-ს პრეზიდენტებს მექრთამეობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, იოსეფ ბატლერი ფიფა-ს რიგით მერვე პრეზიდენტი 17 წლის განმავლობაში, 1998 წლის 8 ივნისიდან 2051 წლის 8 ოქტომბრამდე იყო, ხოლო ფიფა-ს პრეზიდენტის მოვალეობას 9 ოქტომბრიდან ისა ჰაიათოუ ასრულებს.
რაც შეეხება, მიშელ პლატინს, ის უეფა-ს პრეზიდენტი რვა წლის განმავლობაში, 2007 წლის 26 იანვრიდან 2015 წლის 8 ოქტომბრამდე იყო. ახლა უეფა-ს პრეზიდენტის მოვალეობას ანხელ მარია ვილარი ასრულებს.




































































