ნიუ ჰემპშირში საჯარო სკოლები სიფრთხილის მიზნით დაიხურა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნიუ ჰემპშირის რაიონ ნაშუაში სკოლების დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მუქარის შემცველი გზავნილი მიიღეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლებამ არ იცის თუ რამდენად დიდია საფრთხე.
"ჩვენ მივიღეთ ძალადობის შემცველი მუქარა, რომელიც უმაღლესი სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს დააზარალებს,"_ განაცხადა სასწავლო პროცესის მმართველმა.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სკოლებში სიფრთხილის მიზნით ერთი დღით შეწყდება.
"რადგან მუქარა რამდენიმე სკოლას ეხება, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და 21 დეკემბერს ყველა სკოლა დავხუროთ,"_თქვა მან.
როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის მუქარა ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის სასწავლო დაწესებულებებმაც მიიღეს. თუმცა, ნიუ-იორკში მუქარას ხუმრობა უწოდეს და სასწავლო პროცესი სკოლებში არ შეწყვიტეს.































































