ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) კვლევაში კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 31 პროცენტი ფიქრობს, რომ მდომარეობა საქართველოში საერთოდ არ იცვლება. 15 პროცენტის აზრით, ქვეყანა ძირითადად სწორად ვითარდება. გამოკითხულთა 27 პროცენტის აზრით, საქართველოს არასწორი მიმართულებით ვითარდება. რესპოდენტთა 18 პროცენტი პრინციპულად არ ეთანხმება აზრს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იმ მოსახლეობის რიცხვმა, რომელიც ფიქრობს რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, 2011 წლის შემდეგ მკვეთრად დაიკლო. თუ მათი რაოდენობა 2011 წელს გამოკითხულთა 60 პროცენტს შეადგენდა, 2015 წლის აპრილ-ნოემბრის მაჩვენებლებით, 18 პროცენტამდე დაეცა.
ასევე 2011 წელთან შედარებით, მოიმატა იმ ადამიანთა პროცენტულმა რაოდენობამ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება.































































