მომხმარებლების უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყალბი პროფილებით დარეგისტრირების შესაძლებლობა გააუქმოს.
"ფეისბუქში" მომხმარებელი გამოგონილი სახელით ვეღარ დარეგისტრირდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"ფეისბუქის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოციალური ქსელის პოლიტიკა იცვლება, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი "ფეისბუქზე" მხოლოდ ნამდვილი სახელ-გვარით დარეგისტრირებას შეძლებს.
"ფეისბუქი" მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გამოგონილი სახელით დარეგისტრირების აუცილებლობა ახსნას.
მომხმარებელს სოციალურ ქსელში "ყალბი სახელით" დარეგისტრირების შემთხვევაში დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარდგენა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის "ფეისბუქში" ვერ დარეგისტრირდება.































































