ბრიტანულმა ტაბლოდმა „Mail on Sunday“ „ვარსკვლავური ომები:ძალის გამოღვიძება“ მონაწილე მსახიობების ჰონორარების რაოდენობა გაასაჯაროა. ფილმის უპირველესი ვარსკვლავი უდავოდ ჰარისონ ფორდია, რომელმაც ჰან სოლოს როლი კიდევ ერთხელ შეასრულა. ფორდი ამ როლისთვს სავარაუდოდ 34 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ კონტრაქტის თანახმად ფორდმა ჰონორარის სახით 16,7 მილიონი მიიღო, გარდა ამისა ის ფილმის შემოსავლიდან 0,5 %-ს მიიღებს, ეს იმ შემთხვევაში თუ ფილმი კინო-გაქირავებაში 1,3 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს. ფილმის პრემიერიდან ჯერ ერთი კვირაც არ გასულა, მისმა შემოსავალმა კი უკვე 517 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ამრიგად ზემოთხსენებული პროგნოზი დიდი ალბათობით გამართლდება. გარდა ამისა, მსახიობმა გადაღებებისას მოტეხილი ფეხისთვის, კომპენსაციის სახით 1,4 მილიონი დოლარი მიიღო.
კინოსერიის ახალი სახეების – ჯონ ბოიეგას და დეიზი რიდლის ჰონორარები გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება. გამოცემის ინფორმაციით, თითოეულმა მსახიობმა ჰონორარის სახით 500 ათასი დოლარი მიიღო, ფილმის შემოსავლიდან კი ფორდის მსგავსად ისინიც 0,5 %-ს მიიღებენ.
საკმაოდ მოკრძალებული ჰონორარით დაკმაყოფილდნენ კინოსერიის ცნობილი სახეები – კერი ფიშერი და მარკ ჰემილი. მათი ანაზღაურება მხოლოდ 1,5 მილიონი აშშ დოლარი იქნება. „Disney“-ის წარმომადგენელთა განცხადებით ანაზღაურების ასეთი განსხვავებული სისტემა კინოგმირების მნიშვნელობის შესაბამისად გადანაწილდა. მათი თქმით ჰან სოლო „ვარსკვლავური ომების“ ისტორიაში უმნიშვნელოვანეს პერსონაჟს, ამასთან ახალ და ძველ თაობას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. ფანტასტიკური ბლოკბასტერის რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა თავისი სამუშაოსთვის 5 მილიონი დოლარი დაიმსახურა.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved































































