საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული კონკურსის "მე – ომბუდსმენის" ფინალურ ეტაპზე ორგანიზაციის ლიდერთა სკოლის (ოზურგეთის ოფისის) ორი გუნდი გადავიდა. 1. "ევდიენე" – ზურა თავართქილაძე, თათია ქილიფთარი. 2."რა" – ავთო თავდიშვილი, ელენე ჩავლეშვილი.
კონკურსის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი სამ ეტაპად გაიმართა. პირველი და მეორე ტური ელექტრონულად ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოზარდები მონაწილეობდნენ. მათ შორის ლიდერთა სკოლის (ოზურგეთი, ლანჩხუთი) 13 გუნდი და 26 მოზარდი.
.კონკურსმა გამოავლინა 10 საუკეთესო გუნდი, რომელთაგანაც გამოვლინდება სამი საუკეთესო წყვილი.
კონკურსის გამარჯვებულისა და საპრიზო ადგილების მფლობელების ვინაობა 2016 წლის იანვარში გახდება ცნობილი.

































































