EURONEWS-ის ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, უკრაინულ საკვებს ემბარგო დაედება.
მაუწყებლის ინფორმაციით, განკარგულება ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან, კიევსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შედგა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რუსეთსა და უკრაინას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის დროებით შეჩერებაზე.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ასევე პირველი იანვრიდან შევა.































































