ამერიკის შეერთებულმა შტატების მთავრობამ გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, 30 წლის განმავლობაში გეებს სისხლის ჩაბარება ეკრძალებოდათ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, გეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება სისხლის გაღება, თუ მისი ბოლო სქესობრივი კონტაქტიდან 12 თვე იქნება გასული.
საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება უახლეს მეცნიერულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, 12 თვე საკმარისია შიდსის გამომწვევი ვირუსის თავიდან ასაცილებლად.
სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველის თქმით, მიუხედავად აკრძალვის გაუქმებისა დისკრიმინაციის საკითხი მოუგვარებელი რჩება.
ლგბტ კონგრესის თავმჯდომარე, ჯარედ პოლისი კი ფიქრობს, მიღებული ცვლილება სასაცილოა.
"ეს სასაცილოა, რადგან თუ კაცს, რომელიც ჩვეულებრივი წესით ცხოვრობს და წლის განმავლობაში შეიძლება ასზე მეტი საპირისპირო სქესის პარტნიორი ჰყავდეს სისხლის გაღება შეუძლია, მაგრამ დაქორწინებულ გეის სისხლის ჩაბარების უფლება არ აქვს,"_ განაცხადა ჯარედ პოლისმა.




























































