საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი. ამის შესახებ სუხიაშვილი ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარების და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 151-ე 353-ე და 236-ე მუხლებით", _ წერს ნათია სუხიაშვილი.
"გურია ნიუსი" ცდილობს დეტალების გარკვევას და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

































































